"მოდი მანჩესტერში!", - ვარანის სოციალურ ქსელს იუნაიტედის ქომაგებმა შეუტიეს
"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრები ძალიან მონდომებულები არიან რაფაელ ვარანის მოსალოდნელი ტრანსფერის საკითხში.
ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ფრანგ ცენტრალურ მცველს "წითელი ეშმაკების" ქომაგებმა სოციალურ ქსელებში შეუტიეს.
მადრიდის "რეალის" ცენტრბექმა ატვირთა ფოტო, კომენტარების უმეტესობა კი "მანკუნიანელების" ფანებისგან იყო, თავიანთ გუნდში გადმოსვლის მოთხოვნით.
შეგახსენებთ, რომ "სამეფო კლუბის" უკანახაზელის "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლა უკანასკნელი პერიოდის ერთ-ერთი მთავარი აქტუალური თემაა.
"ბლანკოსი" წარმოშობით მარტინიკელ ცენტრბექს აფასებს 50 მილიონ ევროს და თითქოს, "მანჩესტერს" ეს პირობა აკმაყოფილებს.
ვარანი: "2011 წელს, მანჩესტერმა ჩემს ნაცვლად ფილ ჯონსი იყიდა"