ავტორიზაცია

ვარანი: "2011 წელს, მანჩესტერმა ჩემს ნაცვლად ფილ ჯონსი იყიდა"

ვარანი: "2011 წელს, მანჩესტერმა ჩემს ნაცვლად ფილ ჯონსი იყიდა"
თარიღი 09 Jul 2021, 13:39

ევროპულმა პრესამ გაიხსენა რაფაელ ვარანის 2015 წლის ცნობილი ინტერვიუ, რომელიც მან L'Equipe-ის ჟურნალისტს მისცა.

ფრანგი ცენტრალური მცველი იხსენებდა, რომ მადრიდის "რეალის" გარდა, მის მიმართ ინტერესს "პარი სენ-ჟერმენი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" იჩენდა.

"2011 წელს, მქონდა შემოთავაზება როგორც რეალიდან, ისე პარი სენ-ჟერმენიდან და მანჩესტერიდან. პსჟ გავისტუმრე უარით, რადგან ამ კლუბის პერსპექტივები იმ მომენტში ბუნდოვანი იყო.

ყატარელი ინვესტორები იყვნენ ახალი მოსულები და იყო გაურკვეველი, თუ რას აპირებდნენ ისინი პარიზში. იუნაიტედმა კი ჩემი ყიდვა გადაიფიქრა და ჯონსი დაიმატა.

რაც შეეხება მადრიდს, თანხმობა განვაცხადე მხოლოდ მაშინ, როცა დავრწმუნდი მათი გეგმების სერიოზულობაში", - განაცხადა "სამეფო კლუბის" უკანახაზელმა.

შეგახსენებთ, რომ "ბლანკოსის" ხუთიანი არის "ლანსის" აღზრდილი, რომლის მთავარ გუნდში ის "სანტიაგო ბერნაბეუზე" გადმოსვლამდე თამაშობდა.