ბერბატოვი: "ევრო 2020-ზე მანჩესტერისთვის ნახევარმცველი შევარჩიე"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავდამსხმელმა, დიმიტარ ბერბატოვმა თავისი ექს-კლუბის პოტენციურ ტრანსფერებზე ისაუბრა:
"ფილიპსის სახით, ინგლისის ნაკრებმა მიიღო ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და იმედი მაქვს, რომ ის მანჩესტერში გადავა.
ინგლისელი ცენტრალური ნახევარმცველის დიდ გუნდში გადასვლა გარდაუვალია, ვიმედოვნებ, ეს იუნაიტედი იქნება", - განაცხადა ბულგარელმა.
შეგახსენებთ, რომ კალვინი მთელი თავისი კარიერა თამაშობს "ლიდს იუნაიტედში", თუმცა ფართო მასის ყურადღება მან მიიპყრო ევრო 2020-ზე, "ლომების" რიგებში.
გავრცელებული ინფორმაციით, "თეთრები" თავისი აღზრდილის სატრანსფერო ბაზარზე მარტივად დათმობას არ აპირებენ.