ავტორიზაცია

მოურინიო: "ინგლისმა თავისი მოგონილი პენალტით იმედი გამიცრუა"

მოურინიო: "ინგლისმა თავისი მოგონილი პენალტით იმედი გამიცრუა"
თარიღი 08 Jul 2021, 12:56

ლონდონის "ჩელსის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ინგლისის ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასვლა შეაფასა:

"ინგლისმა დანიას აჯობა და ზოგადად ეს ნაკრები თავის მოწინააღმდეგეზე მაღლა დგას. უბრალოდ პენალტი დასანიშნი არ იყო.

იმედი გამიცრუვდა იმის გამო, "ლომებმა" იმარჯვეს არა თავისი ძალებით, არამედ 11-მეტრიანით, რომელიც არ უნდა დანიშნულიყო.

ამ გუნდის პოტენციალი თავდასხმაში უსაზღვროა და წესით, ყველაფერი ბევრად უფრო მარტივად უნდა დასრულებულიყო.

რაც არ უნდა იყოს, ფაქტია, ბრიტანელები არიან ფინალში, რასაც მათ ვულოცავ", - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ალბიონელები ევროპის ჩემპიონატის მთავარ შეხვედრაში თავიანთ ისტორიაში პირველად ითამაშებენ.