ავტორიზაცია

"ინგლისის ფინალში გასვლა ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში მეფობს ფეხბურთი და არა კორუფცია", - ხაბიბი

"ინგლისის ფინალში გასვლა ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში მეფობს ფეხბურთი და არა კორუფცია", - ხაბიბი
თარიღი 08 ივლ 2021, 12:16

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა მსუბუქ წონით კატეგორიაში, ხაბიბ ნურმაგომედოვმა ინგლისის ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასვლა შეაფასა:

"ალბათ გახსოვთ ჩემი პოსტი, რომელშიც ინგლისის ნაკრების ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასვლა ვიწინასწარმეტყველე.

ეს ნაკრები ძალიან ძლიერია და ყველაფერი იმიტომ რომ ქვეყანაში მეფობს ფეხბურთი და არა კორუფცია, როგორც სხვაგან.

საუთგეიტმა "ლომებისთვის" მწვრთნელის რანგში გააკეთა ის, რაც მან ფეხბურთელობაში ვერ შეძლო", - განაცხადა დაღესტნელმა.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანელები თავიანთ ისტორიაში ევროპის ჩემპიონატის მთავარ შეხვედრაში პირველად იასპარეზებენ.

ალბიონელთა მოწინააღმდეგე იქნება იტალიის ნაკრები, რომელმაც ევრო 2020-ის ნახევარფინალში ესპანეთი დაამარცხა.