ბარსელონას გრიზმანის ატლეტიკოში გადასვლის წინააღმდეგია და ფრანგს სხვა ჩემპიონატი შეურჩია
"ბარსელონას" თავდამსხმელ ანტუან გრიზმანის "ატლეტიკოში" გაშვება არ უნდა, იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა AS.
კატალონიური გრანდის ხელმძღვანელები ფრანგის "როხიბლანკოში" წასვლის ვარიანტის განხილვას არ აპირებენ, რადგან ლა ლიგის ტიტულისთვის ბრძოლაში პირდაპირი კონკურენტის გაძლიერება არ სურთ.
"ბარსაში" ახსოვთ, როგორც განვითარდა მოვლენები თავდამსხმელ ლუის სუარესთან დაკავშირებით, რომელიც "ატლეტიკოში" გასულ ზაფხულს გადავიდა და 21 გოლი გაიტანა, "როხიბლანკომ" კი ჩემპიონობა იზეიმა.
"ბლაუგრანას" სურს, რომ 30 წლის ფრანგი თავდამსხმელი პრემიერ ლიგის ან სერია ა-ს კლუბში გადავიდეს, რათა კლუბის წინააღმდეგ მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშოს.
გრიზმანი "ბარსაში" 2019 წლიდან ირიცხება. გასულ სეზონში მან ყველა ტურნირზე ერთად 51 მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი პასი გააკეთა.
Transfermarkt-ის ვერსიით, ანტუანის სატრანსფერო ფასი 60 მილიონ ევროს შეადგენს. "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" მას მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის ივნისის ბოლოს ეწურება.