ავტორიზაცია

ბონუჩი: "მათ ჩვენ ჰიმნს დაუსტვინეს, მღეროდნენ, რომ თასს სახლში დააბრუნებენ, ეს ჩვენთვის მოტივაციად იქცა"

ბონუჩი: "მათ ჩვენ ჰიმნს დაუსტვინეს, მღეროდნენ, რომ თასს სახლში დააბრუნებენ, ეს ჩვენთვის მოტივაციად იქცა"
თარიღი 13 ივლ 2021, 10:47

იტალიის ნაკრების მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ, ევრო 2020-ს ფინალის დროს, ინგლისელი გულშემატკივრების ქცევაზე ისაუბრა.

„მათ ჩვენ ჰიმნს დაუსტვინეს, მღეროდნენ, რომ თასს სახლში დააბრუნებენ. ამან მე და კიელინის არ მოგვცა არაფერი, გარდა გაძლიერებული ბრაზისა.

სტვენა ძალიან დაგვეხმარა, ეს ჩვენთვის უდიდეს მოტივაციად იქცა. ეს ჩემი და ჯორჯოს პირადი დაკმაყოფილებაა - ჩვენ ყოველთვის გვაქებდნენ არა იმდენად საკმარისად, რამდენადაც ამას ვიმსახურებდით.“ - აღნიშნა ბონუჩიმ.

ინგლისელი გულშემატკივრების „უემბლიზე" უპატივცემლო ქმედების გამო, უეფამ ინგლისის ფეხბურთის ფედერაცია ჯერ კიდევ ნახევარფინალის შემდეგ დააჯარიმა - დანიის ჰიმნზე სტვენის გარდა, ქომაგები დამატებით დროში ჰარი კეინის პენალტის დროს, კასპერ შმეიხელს თვალში ლაზერით ანათებდნენ და ხელის შეშლას ცდილობდნენ.