იზეიმებს თუ არა რამოსი რეალის კარში გატანილ გოლს? - ესპანელის პასუხი
"პარი სენ-ჟერმენის" ცენტრალურმა მცველმა, სერხიო რამოსმა ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ შესაძლო მატჩზე ისაუბრა:
"რეალის კარში გატანილ გოლს არასდროს ვიზეიმებ და არც გამარჯვებას ამ გუნდზე. მადრიდული კლუბი არის ჩემი ოჯახი და გულის განუყოფელი ნაწილი.
ეს გუნდი იმსახურებს პატივისცემას, აქ ხომ დაუვიწყარი 16 წელი გავატარე. რაც შეეხება პარი სენ-ჟერმენში გადასვლას, ამ პროექტმა ძალიან მომხიბლა.
გადავედი გუნდში, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მოგება რეალურად შეუძლია. პსჟ-ში სწორედ ახალი ტიტულებისთვის გადმოვედი".
შეგახსენებთ, რომ ესპანელი უკანახაზელი "სამეფო კლუბიდან" პარიზში გადავიდა თავისუფალი აგენტის სტატუსით, ანუ უფასოდ.