ავტორიზაცია

ცხადაძე: "მიუხედავად პირველი მატჩის ანგარიშისა, ვერ ვიტყვი, რომ ნეფთჩი ჩვენზე ბევრად ძლიერი იყო"

ცხადაძე: "მიუხედავად პირველი მატჩის ანგარიშისა, ვერ ვიტყვი, რომ ნეფთჩი ჩვენზე ბევრად ძლიერი იყო"
თარიღი 13 ივლ 2021, 23:17

ოთხშაბათს, 14 ივლისს, ჩვენი დროით 21:00 საათზე თბილისის "დინამო" სტუმრად ბაქოს "ნეფტჩისთან" განმეორებით შეხვედრას ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი დასრულდა აზერბაიჯანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1. ცოტა ხნის წინ დასრულდა პრეს-კონფერენციაც, რომელზეც კახა ცხადაძემ რამდანიმე საინტერესო განცხადება გააკეთა:

"უკვე დიდი ხანია ბაქოში არ ვყოფილვარ. აქ დიდხანს ვიმუშავე. ბაქო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ლამაზი ქალაქია.

ხვალ იქნება გაცილებით რთული შეხვედრა, რადგან ორივე გუნდმა ერთმანეთის დაანახა სუსტი მხარეები და ახლა ეცდებიან, ამით ისარგებლონ.

მიუხედავად პირველი მატჩის ანგარიშისა, ვერ ვიტყოდი, რომ ნეფთჩი ჩვენზე ბევრად ძლიერი იყო, რადგან კარში რვა დარტყმა იყო განხორციელებული, რომელთაგან 7 მოგერიებულ იქნა.

ორი უხეში შეცდომა დავუშვით და სწორედამან გამოიწვია წაგება, მაგრამ ხვალ ასეთი რამ არ გამეორდება", - განაცხადა ქართველმა.