ავტორიზაცია

მოურინიო: "კიელინის და ბონუჩის ახლაც შეუძლიათ უნივერსიტეტში ლექციების კითხვა"

მოურინიო: "კიელინის და ბონუჩის ახლაც შეუძლიათ უნივერსიტეტში ლექციების კითხვა"
თარიღი 13 ივლ 2021, 23:30

მილანის "ინტერის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ შეაქო იტალიის ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველების დუეტი: ჯორჯი კიელინი-ლეო ბონუჩი:

"რამდენიმე წლის წინ, მე ვთქვი, რომ კიელინი და ბონუჩი სპორტულ უნივერსიტეტში ლექციებს უნდა კითხულობდნენ, მათ ამის გაკეთება ახლაც შეუძლიათ.

იტალიელმა ცენტრალურმა მცველებმა სხვებზე უკეთ იციან, ის, თუ როგორ უნდა გახდე საუკეთესო აღნიშნულ პოზიციაზე.

მათ თავიანთი კლასი დაამტკიცეს ევროპის ჩემპიონატზეც, რომლის დაწყების წინ, ჯორჯოსა და ლეონარდოს სიძლიერის შესახებ არავინ საუბრობდა.

იტალიის ნაკრებმა თავის ფეხბურთელებთან ერთად დაადუმა ყველა კრიტიკოსი", - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.