რაზე ვერ უთანხმდება რეალი მანჩესტერს?
მადრიდის "რეალის" ცენტრალური მცველი, რაფაელ ვარანი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლასთან ახლოს ჯერჯერობით არ არის.
Mundo Deportivo-ს თანახმად, "სამეფო კლუბი" "წითელ ეშმაკებს" ვერ უთანხმდება ფრანგი უკანახაზელის სატრანსფერო ფასის თაობაზე.
"ბლანკოსი" თავისი ცენტრბექის სანაცვლოდ ითხოვს მინიმუმ 50 მილიონ ევროს, მაშინ, როდესაც "მანკუნიანელები" მხოლოდ 45-ს ჩამოდიან.
აღსანიშნავია, რომ ოლე-გუნარ სოლსკიაერის გუნდის გარდა, "რეალის" ხუთიანის სახელს "პარი სენ-ჟერმენსაც" უკავშირებენ.
ევროპული პრესა ვარაუდობს, რომ 28-წლის მცველის მადრიდიდან წასვლა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე გაიწელება.