ავტორიზაცია

[VIDEO] გავიხსენოთ - როგორ დასრულდა დინამო თბილისის ბოლო მატჩი აზერბაიჯანში?

თარიღი 14 ივლ 2021, 11:05

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში ბაქოს ნეფჩი დინამო თბილისს დაუპირისპირდება.

პირველი შეხვედრა საქართველოს დედაქალაქში აზერბაიჯანელთა გამარჯვებით 2-1 დასრულდა, დღეს კი კახა ცხადაძის გუნდს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მოგება სჭირდება.

გაბალასთან აზერბაიჯანულ დაპირისპირებაში დინამო თბილისიდან გოლების გატანა ლევან კუტალიამ და არფანგ დაფემ მოახერხეს. დღეს არცერთი მათგანი დინამოში არ თამაშობს.

დინამო თბილისის ბოლო მატჩი აზერბაიჯანში 2019 წელს შედგა, როცა საქართველოს იმ დროინდელმა ვიცე-ჩემპიონმა გაბალას სტუმრად 2-0 მოუგო. აღნიშნული შედეგი კახა ცხადაძის შეგირდებსაც აწყობთ.