ავტორიზაცია

კვარაცხელიას გაყიდვის შანსი ძალიან მცირეა - რუბინმა ფეხბურთელი ევროპაში გაყიდა

კვარაცხელიას გაყიდვის შანსი ძალიან მცირეა - რუბინმა ფეხბურთელი ევროპაში გაყიდა
თარიღი 14 Jul 2021, 14:13

იმის შანსი, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის რუბინი დატოვოს, კიდევ უფრო მცირდება.

ეს ყველაფერი კი მას შემდეგ, რაც გადაწყდა, რომ რუბინის შვედი ცენტრალური მცველი კარლ სტარფელტი კარიერას სელტიკში 5 მილიონის სანაცვლოდ გააგრძელებს.

გასული სეზონის დასრულების შემდეგ ყაზანის რუბინმა მალევე გააოფიციალურა მონტენეგროელი სეად ჰაკშაბანოვიჩის ტრანსფერი, რომელშიც შვედურ ნორჩოპინგს 6.5 მილიონი გადაუხადეს. ამის შემდეგ ყველა ელოდებოდა რუბინიდან რომელიმე ფეხბურთელის გაყიდვას, ვისი დახმარებითაც ჰაკშაბანოვიჩში გადახდილ მილიონებს ამოიღებდნენ. უმეტესობა ვარაუდობდა, რომ ეს ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია იქნებოდა, თუმცა როგორც ჩანს, კარლ სტარფელტი აღმოჩნდა.

ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ის მიხედვით 18 მილიონი ევროა, ბევრ ევროპული გუნდის ინტერესზე დაიწერა, თუმცა რუბინის დირექტორის რუსტემ საიმანოვის განცხადებით, ამ დრომდე ყაზანელებს ქართველის ტრანსფერზე ოფიციალური წინადადება არ მიუღიათ.