"რონალდუ შეშლილია, ნამდვილი იდიოტი და ავადმყოფი ადამიანი", - ფლორენტინო პერესი 2012 წელს
გამოქვეყნდა ახალი აუდიო-ჩანაწერები მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის საუბრის, რომელიც ამჟამად არა 2006, არამედ 2012 წლიდანაა.
გუშინ გავრცელებულ ჩანაწერებში, პერესმა მკაცრად გააკრიტიკა რაული და იკერ კასილასი და მათ „რეალის“ ისტორიაში ყველაზე დიდი ტყუილი უწოდა. ახლა კი, პერესი კრიშტიანუ რონალდუსაც გადასწვდა.
„რონალდუ - შეშლილია. ეს ბიჭი - იდიოტია, ავადმყოფი ადამიანი. თქვენ ფიქრობთ, რომ ის ნორმალურია, მაგრამ ეს ასე არ არის.
ნორმალური რომ იყოს, არ გააკეთებდა იმ ყველაფერს, რასაც აკეთებს. მისი უკანასკნელი სისულელე მთელმა მსოფლიომ იხილა.“ - ციტირებს პერესის სიტყვებს გამოცემა El Confidencial.
ამ აუდიო ჩანაწერში, რონალდუს გარდა პერესმა ჟოზე მოურინიო და მათი საერთო აგენტი, ჟორჟე მენდეშიც გააკრიტიკა იმის გამო, რომ ის საკუთარ კლიენტებზე ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს.