როგორ გამოეხმაურა შოთა არველაძე დინამო თბილისის მარცხს?

ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა დინამო თბილისმა პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპზე დაამთავრა. საქართველოს ჩემპიონები ბაქოს ნეფჩისთან ორმატჩიან დაპირისპირებაში 2-4 დამარცხდნენ.
ევროტურნირებზე ყოველწლიური ცუდი გამოსვლის შემდეგ, საქართველოს რეიტინგი უეფაში მუდამ უარესდება. საქართველოს ნაკრების ყველა დროის ბომბარდირი და დინამო თბილისის ექს-ფორვარდი შოთა არველაძე საქართველოს ჩემპიონის მარცხს შემდეგი პოსტით გამოეხმაურა.
შოთა არველაძემ გაიხსენა ის პერიოდი, როცა დინამო თბილისი ევროპაში ძლიერი გუნდი იყო და მე-4 პოზიციას იკავებდა.
ამ წაგებით დინამო თბილისის გამოსვლა ევროტურნირებზე არ დასრულებულა. კახა ცხადაძის გუნდი კონფერენს ლიგაზე გადაერთო, სადაც მეორე ეტაპზე ებრაულ ჰაიფას მაკაბის დაუპირისპირდება.