ტრანსფერი პრაქტიკულად დაიხურა, ჟირუ ახალ გუნდში გადადის — ფაბრიციო რომანო
"ჩელსის" თავდამსხმელი, ოლივიე ჟირუ "მილანში" გადადის, იტყობინება გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.
გავრცელებული ინფორმაციით, კლუბები უკვე შეთანხმდნენ. 35 წლის ფრანგი "როსონერიში" სამედიცინო შემოწმებას გაივლის, შემდეგ კი ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება.
კონტრაქტი 2023 წლამდე იქნება გათვლილი. მილანელები "არისტოკრატებს" 1 მილიონ ევროს გადაუხდიან, დამატებით ერთი მილიონი კი ბონუსების სახით იქნება გათვალისწინებული.
ჟირუმ 2020/21 წლების სეზონში "ჩელსის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 31 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.