ავტორიზაცია

რობენმა კარიერა კიდევ ერთხელ დაასრულა — რეალი ჰოლანდიელის გადაწყვეტილებას ეხმაურება

რობენმა კარიერა კიდევ ერთხელ დაასრულა — რეალი ჰოლანდიელის გადაწყვეტილებას ეხმაურება
თარიღი 15 ივლ 2021, 20:29

"გრონინგენის" აწ უკვე ყოფილმა თავდამსხმელმა, არიენ რობენმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

მადრიდის "რეალის" პრესსამსახური აღნიშნულ სიახლეს გამოეხმაურა.

"გილოცავთ ფანტასტიკურ კარიერას. ისიამოვნე დასვენებით", - წერია "სამეფო კლუბის" განცხადებაში.

მოგეხსენებათ, რობენმა ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება 2019 წლის ზაფხულშიც დაადასტურა, თუმცა ერთი წლის შემდეგ დაბრუნდა და "გრონინგენთან" გააფორმა კონტრაქტი.

"რეალის" რიგებში 37 წლის ჰოლანდიელი 2007 წლიდან 2009 წლამდე იცავდა, გუნდთან ერთად არიენმა ესპანეთის ჩემპიონატი და თასი მოიგო.

არიენ რობენმა კარიერა კიდევ ერთხელ დაასრულა