ავტორიზაცია

არიენ რობენმა კარიერა კიდევ ერთხელ დაასრულა

არიენ რობენმა კარიერა კიდევ ერთხელ დაასრულა
თარიღი 15 ივლ 2021, 15:39

"გრონინგენის" შემტევმა, არიენ რობენმა კარიერა დაასრულა კიდევ ერთხელ, უკვე მეორედ და ამჯერად როგორც ჩანს, საბოლოოდ.

ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა ვინგერმა ფეხბურთიდან წასვლის მიზეზად დაასახელა ტრავმიანობა და ფიზიკური სისუსტე.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რას აპირებს მიუნხენის "ბაიერნის" საკულტო გარემარბი მომავალში, იქნება ეს მწვრთნელობა თუ სხვა საქმე, რომელიც ფეხბურთთან კავშირში არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ "რეკორდმაისტერის" ეპოქალურ ათიანს აგრეთვე უთამაშია მადრიდის "რეალში", ლონდონის "ჩელსისა" და "პსვ ეინდჰოვენში".

კარიერის საუკეთესო წლები კი ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ფლანგელმა გაატარა სწორედ "ბავარიაში", რომელშიც მან 309 მატჩში 144 გოლი გაიტანა.

37-წლის შემტევი "ალიანც არენას" დაემშვიდობა ჩემპიონთა ლიგის ტიტულით, რვა ბუნდესლიგის თასითა და კიდევ არაერთი ჯილდოთი.