ავტორიზაცია

"რეალის ფეხბურთელი რომ ვიყო , ამას არ ვიტყოდი", - რამოსმა მბაპეს მომავალთან დაკავშირებით რჩევა მისცა

"რეალის ფეხბურთელი რომ ვიყო , ამას არ ვიტყოდი", - რამოსმა მბაპეს მომავალთან დაკავშირებით რჩევა მისცა
თარიღი 15 ივლ 2021, 20:55

"პარი სენ ჟერმენის" ახალწვეულს, სერხიო რამოსს იმედი აქვს, პარიზელთა თავდამსხმელი, კილიან მბაპე გუნდში დარჩება.

"მას "პსჟ"-ში დარჩენას ვურჩევ. ის არ ვარ, ვინც კილიანის მომავალი უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ მინდა, რომ დარჩეს. საუკეთესო ფეხბურთელები გვჭირდება, კილიანი კი ერთ-ერთი მათგანია, ნეიმარის მსგავსად. სამივეს შეგვიძლია მართლაც სასწაულ რაღაცებს მივაღწიოთ".

"ცხადია, ამას არ ვიტყოდი, "რეალის" ფეხბურთელი რომ ვიყო. მაგრამ ახლა ჩემს გუნდზე ვფიქრობ და ჩემი გუნდი "პსჟ"-ა. გუნდში საუკეთესო ფეხბურთელების ხილვა მსურს", - ციტირებს რამოსის სიტყვებს L'Equipe.

შეგახსენებთ, მადრიდის "რეალი" მბაპესადმი სერიოზულ ინტერესს იჩენს. Transfermarkt-ის ვერსიით, 22 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავის სატრანსფერო ფასი 160 მილიონ ევროს შეადგენს.

რაც შეეხება რამოსს, 35 წლის ესპანელი "პსჟ"-ში ამ ზაფხულს "სამეფო კლუბთან" კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.