ავტორიზაცია

"მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ადგილი ჩემს გუნდში ყოველთვის იქნება", - რამოსი მესის

"მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ადგილი ჩემს გუნდში ყოველთვის იქნება", - რამოსი მესის
თარიღი 15 ივლ 2021, 15:59

მადრიდის "რეალის" ყოფილმა კაპიტანმა, სერხიო რამოსმა, ლიონელ მესის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"მესი? ის არის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, თუ არა საერთოდ ნომერ პირველი. ლეო უდიდესი მოთამაშეა.

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ადგილი ჩემს გუნდში ყოველთვის იქნება", - განაცხადა ესპანელმა ცენტრალურმა მცველმა.

შეგახსენებთ, რომ "სამეფო კლუბის" ექს-უკანახაზელი ამ ზაფხულს გადავიდა "პარი სენ-ჟერმენში", თავისუფალი აგენტის სტატუსით.

შეიძლება ითქვას, რომ "პსჟ"-ს ოთხიანმა არგენტინელი თავდამსხმელი დაპატიჟა თავის ამჟამინდელ გუნდში, თუმცა აღნიშნული ტრანსფერი ნაკლებად სავარაუდოა.

არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანი "ბარსელონასთან" მოაწერს ხელს ახალ კონტრაქტს, რომელიც 2026 წლამდე იქნება გათვლილი.