ავტორიზაცია

ბარსელონამ დაადასტურა - "გრიზმანი-საულის ბარტერი მალე დაიხურება"

ბარსელონამ დაადასტურა - "გრიზმანი-საულის ბარტერი მალე დაიხურება"
თარიღი 15 ივლ 2021, 10:57

"ბარსელონას" აღმასრულებელი საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, L'Esportiu-სთან საუბარში დაადასტურა, რომ ანტუან გრიზმანის და საულ ნიგესზე გაცვლა რეალურად შედგება.

"ვიცი, რომ ბევრი გულშემატკივარი ვერ გაგვიგებს, უბრალოდ საჭიროება მოითხოვს, გრიზმანის საულზე გაცვლის. მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია.

ბარსელონას ჰაერივით სჭირდება სახელფასო ზღვარის შემცირება და აღნიშნული ბარტერი ამ საკითხში წინგადადგმული ნაბიჯი იქნება".

როგორც ცნობილი ხდება, ფრანგი თავდამსხმელის ყოველწლიური ანაზღაურება კატალონიაში შეადგენს დაახლოებით 24 მილიონ ევროს, მაშინ, როდესაც ესპანელის ხელფასი 8 მილიონზე ოდნავ მეტია.

როგორც ვხედავთ, აღნიშნული ბარტერი "ბლაუგრანასთვის" ფინანსური თვალსაზრისით ნამდვილად მისწრებაა. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

მესი კვლავ ბარსელონაში ითამაშებს - კონტრაქტის პირობები, ხელფასი და გამოსასყიდი თანხა ცნობილია