ავტორიზაცია

მესი კვლავ ბარსელონაში ითამაშებს - კონტრაქტის პირობები, ხელფასი და გამოსასყიდი თანხა ცნობილია

მესი კვლავ ბარსელონაში ითამაშებს - კონტრაქტის პირობები, ხელფასი და გამოსასყიდი თანხა ცნობილია
თარიღი 14 ივლ 2021, 22:52

ლიონელ მესი ძალიან მალე "ბარსელონასთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს. ამის შესახებ წერს Goal.com-ი და კიდევ რამდენიმე წყარო.

არგენტინელი თავდამსხმელი კატალონიაში დარჩება არა 2023 წლამდე, როგორც ეს აქამდე იწერებოდა, არამედ ხუთი წლით, ანუ 2026-მდე.

რაც შეეხება ლეოს ყოველწლიურ ანაზღაურებას, პირველ სეზონში ის მიიღებს 20 მილიონ ევროს, შემდეგ კი მისი ხელფასი გაიზრდება.

ესპანური პრესა აგრეთვე ასახელებს არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტნის კლაუსულას, ანუ გამოსასყიდ თანხას, რომელიც 600 მილიონი იქნება.

სამხრეთ ამერიკელი ფორვარდისა და "ბლაუგრანას" იურისტები აგვარებენ ბოლო დეტალებს და ძალიან მალე, შეთანხმება შედგება.

შეგახსენებთ, რომ "ალბისელესტეს" ათიანის კონტრაქტი "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" ამოიწურა 30 ივნისს, რის შემდეგაც ის თავისუფალი აგენტია.