რა ბედი ეწევა ნავასს დონარუმას ტრანსფერის შემდეგ? — პარიზელთა მეკარეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს
"პარი სენ ჟერმენის" გოლკიპერი, კეილორ ნავასი გუნდში დარჩენას აპირებს, მიუხედავად ჯანლუიჯი დონარუმას დამატებისა, წერს გავლენიანი გამოცემა ESPN.
როგორც აღინიშნება, მომავალ სეზონში პარიზელთა ძირითადი მეკარე სწორედ კოსტარიკელი იქნება.
შეგახსენებთ, 34 წლის კარის დარაჯი "პსჟ"-ში 2019 წელს გადავიდა, მის სანაცვლოდ მადრიდის "რეალს" 15 მილიონი ევრო გადაუხადეს. გასულ სეზონში კეილორმა ყველა ტურნირზე ერთად 45 მატჩი ჩაატარა და 36 გოლი გაუშვა.
ცნობისთვის, ნავასს ფრანგულ კლუბთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2024 წლამდე აკავშირებს.
რაც შეეხება 22 წლის იტალიელს, დონარუმა "პსჟ"-ში თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა და კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.