ავტორიზაცია

დონარუმა: "პსჟ-ში გადასვლით აღფრთოვანებული ვარ, ამ კლუბში თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი"

დონარუმა: "პსჟ-ში გადასვლით აღფრთოვანებული ვარ, ამ კლუბში თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი"
თარიღი 15 ივლ 2021, 21:48

"პარი სენ ჟერმენის" ახალწვეულმა, ჯანლუიჯი დონარუმამ პარიზულ კლუბში ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.

"ამ ტოპ კლუბში გადასვლით აღფრთოვანებული ვარ. ამ კლუბში თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი. ვგრძნობ, რომ მზად ვარ ახალი ახალი გამოწვევა მივიღო და განვითარება გავაგრძელო".

"პსჟ"-სთან ერთად რაც შეიძლება ბევრი ტიტულის მოგება და გულშემატკივრების გახარება მინდა", - განუცხადა დონარუმამ კლუბის ოფიციალურ საიტს.

მოგეხსენებათ, ჯანლუიჯიმ იტალიის ნაკრებთან ერთად ევრო 2020 მოიგო და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.

გასულ სეზონში 22 წლის დონარუმამ ყველა ტურნირზე ერთად "მილანის" მაისურით 48 მატჩი ჩაატარა, 54 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 14-ჯერ შეინახა.