ავტორიზაცია

VIDEO: ასე უყვართ ლაზარე ბათუმში - მატჩის შემდეგ ყველა ქომაგი მეკარესთან მივიდა

თარიღი 16 ივლ 2021, 02:42

კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო ბათუმი" "ტრე პენეს" დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა.

მატჩის მიმდინარეობისას, მოედანზე რამდენიმე გულშემატკივარი შევარდა.

მატჩის დასრულების შემდეგ კი მინდორზე ქომაგთა ნაკადი შევიდა და დაცვის სამსახურმა მათი განეიტრალება ვერ შეძლო.

აღსანიშნავია, რომ გულშემატკივართა უდიდესი ნაწილი "დინამო ბათუმის" მეკარის, ლაზარე კუპატაძისკენ მიემართებოდა.

კუპატაძე ბათუმს ამ სეზონში შეუერთდა, თუმცა ქომაგთა გული მალევე მოიგო.