ავტორიზაცია

VIDEO: ასეთი რამ გინახავთ? - ბათუმთან მატჩის დასრულებისთანავე ფეხბურთელები თამბაქოს ეწევიან

თარიღი 16 ივლ 2021, 01:33

კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო ბათუმი" "ტრე პენეს" დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა.

მოგეხსენებათ, გია გეგუჩაძის გუნდმა სტუმრად 4:0 მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

უცნაური კი ისაა, რომ დღევანდელი მატჩის დასრულებისთანავე სან მარინოს "ტრე პენეს" ფეხბურთელები გასახდელთან თამბაქოს ეწეოდნენ.

Goal.ge-მ დააფიქირა კადრები, სადაც სან მარინოელი ფეხბურელები სიგარეტს პირდაპირ კლუბის ავტობუსის წინ ეწევიან.