ავტორიზაცია

გია გეგუჩაძე: "ბატე? - მონდომებით ყველაფერი გამოვა"

გია გეგუჩაძე: "ბატე? - მონდომებით ყველაფერი გამოვა"
თარიღი 16 ივლ 2021, 02:54

კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო ბათუმი" "ტრე პენეს" დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ კომენტარი "დინამო ბათუმის" თავკაცმა გია გეგუჩაძემ გააკეთა.

"მეტოქე დღეს უფრო მონდომებული იყო, რადგან მათი მიზანი გოლის გატანა იყო და ამისთვის ყველაფერი გააკეთეს.

ჩვენ კი ჩვენის მხრივ გეგმა შევასრულეთ და რაც მთავარია, კვლა მშრალი ანგარიშით მოვიგეთ.

ახლა ბატესთან მატჩზე უნდა გადავერთვოთ, სადაც ვფიქრობ შანსები თანაბარია. მთავარია, მოვინდომოთ და უფრო მეტი კონცეტრაციით ვითამაშოთ და ყველაფერი გამოვა", - განაცხადა გეგუჩაძემ.