ავტორიზაცია

ტოტენჰემის ახალი მთავარი მწვრთნელი კლუბიდან კეინის შესაძლო წასვლას გამოეხმაურა

ტოტენჰემის ახალი მთავარი მწვრთნელი კლუბიდან კეინის შესაძლო წასვლას გამოეხმაურა
თარიღი 16 ივლ 2021, 22:37

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ნუნუ ეშპირიტუ სანტუმ თავდამსხმელ ჰარი კეინის შესაძლო წასვლაზე გავრცელებულ ჭორებზე განცხადება გააკეთა.

"ჰარი ჩვენი ფეხბურთელია, წერტილი. განსახილველი მეტი არაფერია. ახლა ძალები უნდა აღიდგინოს. ამის შემდეგ, კარგად დალაპარაკების დრო გამოგვიჩნდება. უკვე ველოდები იმ მომენტს, თუ როდის დაუბრუნდება გუნდს".

"ჰარი კეინი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მას ძალების რაც შეიძლება სწრაფად აღდგენას ვუსურვებ. ამბიციური გუნდი ვართ, გვინდა კარგ შედეგებს მივაღწიოთ და კეინი გვჭირდება", - ციტირებს ეშპირიტუ სანტუს სიტყვებს Evening Standard.

კეინი "ტოტენჰემის" აღზრდილია. 26 ივნისს გავრცელებული ცნობით, 27 წლის ინგლისელი შესაძლოა "მანჩესტერ სიტიში" გადავიდეს. Transfermarkt-ის ვერსიით, "დეზების" კაპიტნის სატრანსფერო ფასი 120 მილიონ ევროს შეადგენს.