"ახალ თავგადასავალს ვიწყებ", - ჟირუმ ჩელსიდან წასვლა და ახალ გუნდში გადასვლა დაადასტურა

ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელი, ოლივიე ჟირუ "არისტოკრატთა" გულშემატკივრებს დაემშვიდობა.
"ყველა არისტოკრატს, ჩემს თანაგუნდელს, ყველა ჩემს მწვრთნელს, მთელ კლუბს - დიდი მადლობა ამ განსაკუთრებული მომენტებისთვის. ახალ თავგადასავალს ვიწყებ, მსუბუქი და ბედნიერი გულით".
"ინგლისის თასზე, ევროპა ლიგაზე და ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენი გამარჯვება ბრწყინვალე იყო", - წერს ჟირუ სოციალურ ქსელში.
როგორც აქამდე გახდა ცნობილი, 35 წლის ფრანგმა "მილანთან" ორწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
2020/21 წლების სეზონში ჟირუმ "ჩელსის" რიგებში 31 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა. Transfermarkt-ის ვერსიით, მისი სატრანსფერო ფასი 4 მილიონ ევროს შეადგენს.