რა დათმობებზე წასვლა მოუწევთ გრიზმანსა და საულს, რათა ხმაურიანი გაცვლა შედგეს? — დეტალები ცნობილია
"ბარსელონა" და "ატლეტიკო" თავდამსხმელ ანტუან გრიზმანის ნახევარმცველ საულ ნიგესში გაცვლის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში სირთულეებს წააწყდნენ, წერენ ესპანურ პრესაში.
ასე და ამგვარად, მთავარი დაბრკოლება 30 წლის ფრანგი შემტევის ძალიან მაღალი ხელფასია, რომლის სრულად გადახდაც მადრიდულ კლუბს დღესდღეობით არ შეუძლია. როცა კატალონიელებმა ამის შესახებ შეიტყვეს, "ატლეტიკოს" უმალვე აცნობეს, რომ გრიზმანის ანაზღაურების ნაწილსაც კი არ აანაზღაურებენ.
"ბარსაში" ლუის სუარესთან დაკავშირებული სიტუაციის გამეორება არ სურთ, რომელიც გასულ ზაფხულს "ატლეტიკოს" შეუერთდა და კონტრაქტის მიხედვით გათვალისწინებული ხელფასის ნაწილი "ბარსამ" გადაუხადა. "ლურჯ-ბროწეულისფრებს" არ უნდათ ამ გზით პირდაპირ კონკურენტს დაეხმარონ.
თუ გარიგება შედგება, მაშინ არა "ატლეტიკოს" მიერ წამოყენებული პირობებით. "ბარსას" სახელფასო ხარჯების შემცირება სჭირდება, ამიტომაც გრიზმანს ამჟამინდელი ანაზღაურების ნაწილსაც კი არ გადაუხდის.
თავის მხრივ, ანტუანი არც "ბარსაში" დარჩენის წინააღმდეგია და არც "ატლეტიკოში" გადასვლის, მაგრამ სურს ზუსტად იცოდეს, თუ რა პირობებით მოუწევს მადრიდში თამაში. თუ ეს პირობები ფრანგს დააკმაყოფილებს, მაშინ "როხიბლანკოში" დაბრუნდება. თუ გრიზმანს შეთანხმება არ დააკმაყოფილებს, მაშინ "ბლაუგრანაში" დარჩება და კონტრაქტის მიხედვით გათვალისწინებულ ვალდებულებებს პროფესიონალურად შეასრულებს.
თავის მხრივ, "ბარსელონაში" გადასვლისთვის საულსაც მოუწევს ხელფასის შემცირებაზე წასვლა. 26 წლის ესპანელს გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმება სწადია, მაგრამ "ბარსას" ხელმძღვანელობამ მას უკვე აცნობა, რომ კატალონიაში იმდენს ვერ გამოიმუშავებს, რამდენსაც "ატლეტიკოში" იღებს.