ავტორიზაცია

ბარსელონა შეთანხმებას არ დაარღვევს და გრიზმანს წასვლის წინ ვალს მთლიანად დაუბრუნებს

ბარსელონა შეთანხმებას არ დაარღვევს და გრიზმანს წასვლის წინ ვალს მთლიანად დაუბრუნებს
თარიღი 16 Jul 2021, 23:42

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა, რომელიც შეიძლება "ატლეტიკოში" დაბრუნდეს, კატალონიურ გრანდთან ყველა ფინანსური საკითხი დაალაგა.

წელიწადნახევრის წინ, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სირთულეების გამო, ფრანგი ხელფასის 40 პროცენტით შემცირებას დათანხმდა.

მაშინ ანტუანი "ბარსას" შეუთანხმდა, რომ მოქმედი კონტრაქტის ამოწურვამდე თანხას სრულად მიიღებდა, ხოლო სხვა გუნდში გადასვლის შემთხვევაში, მას ფულს ტრანსფერის წინ დაუბრუნებდნენ.

კატალონიური გრანდი ვალდებულებას არ დაარღვევს. მხარეები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და ფიქრობენ, რომ კომპრომისს მიაღწევენ, წერს El Chiringuito TV-ის ჟურნალისტი, ალექს სილვესტრე.

გასულ სეზონში 30 წლის ფრანგმა ფორვარდმა ლა ლიგაში 36 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.