ავტორიზაცია

ორი სუპერტრანსფერის მოლოდინში — მანჩესტერ სიტი დაახლოებით 215 მლნ ფუნტის დახარჯვას ვარაუდობს

ორი სუპერტრანსფერის მოლოდინში — მანჩესტერ სიტი დაახლოებით 215 მლნ ფუნტის დახარჯვას ვარაუდობს
თარიღი 17 ივლ 2021, 00:14

ცნობილი გახდა მიმდინარე ბაზარზე "მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელობის ზოგიერთი სატრანსფერო გეგმა.

ასე და ამგვარად, როგორც ბრიტანულ პრესაში იწერება, "ქალაქელები" მზად არიან ჰარი კეინი და ჯეკ გრილიში შეიძინოს, თუ "ტოტენჰემი" და "ასტონ ვილა", შესაბამისად, მათ გაშვებას დათანხმდებიან.

როგორც "მანჩესტერ სიტიში" ფიქრობენ, საერთო ჯამში ამ ტრანსფერების ღირებულება 175-დან 215 მილიონ ფუნტამდე მერყეობს.

არსებული ცნობით, ასეთი სცენარის შემთხვევაში, ამხელა ხარჯს კლუბი ზოგიერთი ფეხბურთელის გაყიდვით მიღებული თანხით დააბალანსებს.

ცნობისთვის, 27 წლის კეინს "ტოტენჰემთან" მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისს ეწურება, ხოლო 25 წლის გრილიშს "ასტონ ვილასთან" ხელშეკრულების ვადა 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.