კანავარო: "ევრომდე საშუალო დონის მეგონა, მაგრამ დავრწმუნდი, რომ მომდევნო 10-15 წელი საუკეთესო იქნება"

იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და ბოლო მცველმა, რომელმაც ოქროს ბურთი მოიგო, ფაბიო კანავარომ, „პსჟ-ში“ „მილანიდან“ წასულ ჯანლუიჯი დონარუმაზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის გოლკიპერი ევრო 2020-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, რაც ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში პირველად მოხდა.
„ევრო 2020-მდე მეგონა, რომ დონარუმა - საშუალო დონის მეკარეა, მაგრამ მასში საშუალო არაფერია.
უბრალოდ წარმოიდგინეთ, რა ცივსისხლიანია ის 22 წლის ასაკში. დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო 10-15 წლის მანძილზე დონარუმა საუკეთესო იქნება.“ - ციტირებს კანავაროს სიტყვებს Tuttosport.
ევროპის ჩემპიონატზე დონარუმამ ნახევარფინალში და ფინალში თავის გუნდს პენალტების სერია და მათთან ერთად, ტიტული მოაგებინა.