ავტორიზაცია

კასანო: "დონარუმა თუ არის საუკეთესო მეკარე, რატომ გადავიდა ის პსჟ-ში და არა რეალში, ბარსაში ან ბაიერნში?"

კასანო: "დონარუმა თუ არის საუკეთესო მეკარე, რატომ გადავიდა ის პსჟ-ში და არა რეალში, ბარსაში ან ბაიერნში?"
თარიღი 16 ივლ 2021, 10:30

"მილანის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ანტონიო კასანომ მწვავედ გააკრიტიკა "პარი სენ-ჟერმენის" მეკარე, ჯანლუიჯი დონარუმა:

"დონარუმა თუ არის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე, რატომ გადავიდა ის პარი სენ-ჟერმენში და არა რეალში, ბარსელონაში ან ბაიერნში?

მივიდეს და ამოაგდოს ძირითადი შემადგენლობიდან ნოიერი, ტერ შტეგენი ან კურტუა. ამის ნაცვლად ჯიჯი პსჟ-ს შეუერთდა".

შეგახსენებთ, რომ იტალიელი გოლკიპერი "როსონერიდან" პარიზში გადავიდა თავისუფალი აგენტის სტატუსით, ანუ უფასოდ.

"ლურჯ-წითლების" კარის დარაჯი იტალიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად გახდა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული, თანაც ისე რომ ის ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.