ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა — მილანში ჟირუს სათამაშო ნომერი ცნობილია

მოგეხსენებათ, "ჩელსის" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი, ოლივიე ჟირუ "მილანის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა.
35 წლის ფრანგმა იტალიურ გრანდთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. მისი ტრანსფერი "როსონერის" 1 მილიონი ევრო დაუჯდა, დამატებით 1 მილიონი კი ბონუსების სახით არის გათვალისწინებული.
"მილანის" ოფიციალურ საიტზე ახალწვეულის მაისურები უკვე ხელმისაწვდომია. ჟირუ 9-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
2020/21 წლების სეზონში საფრანგეთის ნაკრების შემტევმა "ჩელსის" მაისურით 31 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 11 გოლი გაიტანა.
Transfermarkt-ის ვერსიით, ჟირუს სატრანსფერო ღირებულება 4 მილიონ ევროს შეადგენს.