ავტორიზაცია

კეინის სატრანსფერო საგა — მანჩესტერ სიტის სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა

კეინის სატრანსფერო საგა — მანჩესტერ სიტის სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა
თარიღი 17 ივლ 2021, 20:33

როგორც ბრიტანულ პრესაში იწერება, "ჩელსი" "ტოტენჰემის" თავდამსხმელის, ჰარი კეინისთვის ბრძოლაში ჩაერთო.

The Athletic-ის ინფორმაციით, "დეზების" პრეზიდენტი, დენიელ ლევი 27 წლის ინგლისელის "არისტოკრატების" რიგებში გაყიდვას უფრო საინტერესოდ თვლის, ვიდრე "მანჩესტერ სიტის" ვარიანტს, რადგან "ჩელსიმ" ტრანსფერში შესაძლოა ფორვარდი, ტემი აბრაჰამი ჩართოს.

ამ დროისთვის, როგორც აღინიშნება, "ჩელსის" კეინის თაობაზე შეთავაზება ჯერ არ გაუკეთებია. აღინიშნება, რომ სხვა ლონდონურ კლუბში გადასვლასთან დაკავშირებით, თავად ფორვარდის პოზიცია უცნობია.

გასულ სეზონში კეინმა 49 მატჩი ჩაატარა, 33 გოლი გაიტანა და 17 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. Transfermarkt-ის ვერსიით, მისი სატრანსფერო ფასი 120 მილიონ ევროს შეადგენს.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, კეინმა შესაძლოა "ტოტენჰემის" ხელმძღვანელობას ბოიკოტი გამოუცხადოს, თუ არ გაყიდის.