ავტორიზაცია

ცნობილია კლუბი, სადაც ინგლისის ნაკრების ფეხბურთელების აზრით კეინი გადავა

ცნობილია კლუბი, სადაც ინგლისის ნაკრების ფეხბურთელების აზრით კეინი გადავა
თარიღი 17 ივლ 2021, 22:29

ინგლისის ნაკრებში თავდამსხმელ ჰარი კეინის თანაგუნდელები ფიქრობენ, რომ ფეხბურთელი შესაძლოა "ტოტენჰემის" წინასასეზონო შეკრებაზე არ გამოცხადდეს, რათა "მანჩესტერ სიტიში" გადასვლა სცადოს, წერს ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Telegraph.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ჰარის "ქალაქელთა" მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლასთან მუშაობა სურს. როგორც "დეზების" კაპიტანი ფიქრობს, კლუბი ისეთ შეთავაზებას გააკეთებს, რომელიც "ტოტენჰემის" პრეზიდენტს, დენიელ ლევის დააკმაყოფილებს.

კეინი "ტოტენჰემის" აღზრდილია, პირველ გუნდში მას დებიუტი 2011 წელს ჰქონდა. მხარეებს შორის მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2024 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.

2020/21 წლების სეზონში 27 წლის ფორვარდმა პრემიერ ლიგის 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 23 გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემაც გააკეთა.

გასულ სეზონში სწორედ კეინი გახდა ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და პრემიერ ლიგის "ოქროს ბუცსაც" დაეუფლა.