"ბავშვობაში ეს ფეხბურთელები მომწონდა", - ჟირუმ მილანის 4 ლეგენდა გამოარჩია
"ჩელსის" აწ უკვე ყოფილმა თავდამსხმელმა, ოლივიე ჟირუმ "მილანში" გადასვლაზე განცხადება გააკეთა.
"ჩემი მიზანი რამდენიმე ტიტულის მოგებაა. ამ მიზეზით ვთამაშობ ფეხბურთს. მინდა ისევ და ისევ გავიმარჯვო".
"თავს პატარა ბიჭად ვგრძნობ, რომელიც უკვე თითქმის 35 წლის არის. ბავშვობაში და ახალგაზრდობაში ჟან-პიერ პაპენი, ანდრეი შევჩენკო და რა თქმა უნდა, პაოლო მალდინი მომწონდა".
"ამ გუნდის წყალობით, ოცნებები მქონდა, აგრეთვე მარკო ვან ბასტენის დიდი თაყვანისმცემელი ვიყავი. "მილანს" მდიდარი საკლუბო ისტორია აქვს, ამიტომაც მინდოდა აქ გადმოსვლა", - ციტირებს ფრანგის სიტყვებს Sky Sports.