ავტორიზაცია

დონარუმა თუ მესი? — კანავარომ ოქროს ბურთის მოგების ფავორიტი დაასახელა

დონარუმა თუ მესი? — კანავარომ ოქროს ბურთის მოგების ფავორიტი დაასახელა
თარიღი 17 ივლ 2021, 23:01

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ფაბიო კანავარომ საკუთარი აზრი გამოთქვა იმის შესახებ, თუ ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი".

მთავარ კანდიდატებს შორის ვეტერანმა იტალიელმა "სკუადრა აძურას" გოლკიპერი, ჯანლუიჯი დონარუმა და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი, ლიონელ მესი დაასახელა.

"იტალიის ნაკრების ნამდვილი ჩემპიონი ჯანლუიჯი დონარუმა იყო. გასაკვირია, რომ ევრო 2020-მდე იყვნენ ისეთები, ვინც მას კარგ ფეხბურთელად თვლიდა, თუმცა, საერთო ჯამში, ჩვეულებრივ გოლკიპერად. მასში ჩვეულებრივი არაფერია, წარმოუდგენელი სიმშვიდიდან დაწყებული, ის კი მხოლოდ 22 წლის არის".

"მიუხედავად ამისა, "ოქროს ბურთს" მესის გადავცემდი. ლეო აბსოლუტური ნომერ პირველია, ბრწყინვალე კოპა ამერიკის მთავარი მოქმედი სახე", - ციტირებს კანავაროს სიტყვებს Tuttosport.

მოგეხსენებათ, დონარუმამ "სკუადრა აძურასთან" ერთად ევრო 2020, ხოლო მესიმ "ალბისელესტესთან" ერთად კოპა ამერიკა მოიგო.