[VIDEO] ცხრიანში ჩასვა - ბერიაშვილმა როტორში ულამაზესი გოლი გაიტანა
რუსეთის მეორე დივიზიონის მე-2 ტურში როტორში სადებიუტო გოლის გატანა მოახერხა ცენტრალურმა მცველმა ილია ბერიაშვილმა.
23 წლის მცველმა 86-ე წუთზე გატანილი გოლით როტორი წაგებას გადაარჩინა. ოლიმპთან შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა.
ილია ბერიაშვილი ვოლგოგრადის როტორს მიმდინარე წლის ზაფხულში თელავიდან შეუერთდა.