ავტორიზაცია

რა დარჩა მისაღწევი ლეო მესის კარიერაში და რომელ რეკორდებს დაუმიზნებს უახლოეს პერიოდში?

რა დარჩა მისაღწევი ლეო მესის კარიერაში და რომელ რეკორდებს დაუმიზნებს უახლოეს პერიოდში?
თარიღი 18 ივლ 2021, 11:11

ლეო მესი „ბარსელონაში“ რჩება - ერთადერთი, რაც დარჩა, ამ ინფორმაციის კლუბის მხრიდან ოფიციალურად დადასტურებაა.

კოპა ამერიკას ახალი ჩემპიონი „ბარსელონასთან“ 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, რითაც კლუბს მისი ხელფასის უფრო მარტივად გადახდაში დაეხმარება. 

გარდა ამისა, ფეხბურთელს სამომავლოდ თავად ექნება გადაწყვეტის შესაძლებლობა, გააგრძელოს „ბარსელონაში“ თამაში კონტრაქტის შესაბამისად, თუ რომელიმე სხვა კონტინენტის გუნდში გადაბარგდეს.

რა დარჩა მისაღწევი ყველა დროის ერთ-ერთო საუკეთესო ფეხბურთელს?

მსოფლიო ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა: პრიორიტეტები

ლეო მესის არაფერი სურს პროფესიონალურ კარიერაში იმაზე მეტად, ვიდრე არგენტინასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის მოგება და „ბარსასთან“ ერთად - ჩემპიონთა ლიგის

კოპა ამერიკას მოგებამ მისი წყურვილი დროებით დააკმაყოფილა, მაგრამ ახლა კიდევ უფრო დააჯერა იმაში, რომ მუნდიალის მოგება შესაძლებელია. ხოლო თუ ჟოან ლაპორტა თავის პირობას შეასრულებს და მართლაც ძლიერ გუნდს დააყენებს, ევროპის დაპყრობაც არ იქნება შეუძლებელი.

„დასაპყრობი“ რეკორდები:

მესის გოლების რაოდენობა: 767 – 33 გოლი აკლია 800-მდე

ლა ლიგაში გოლების რაოდენობა: 473 – 27 გოლი აკლია 500-მდე

მოგებული ტიტულები: 38 - ყველა დროის საუკეთესო შედეგამდე, რომელიც დანი ალვეშს ეკუთვნის, 6 ტიტულია

ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მატჩების რაოდენობა: 149 - ყველა დროის რეკორდი „ბარსაში“ 151-ა (ხავი)

ჩემპიონთა ლიგაზე მოპოვებული გამარჯვებები: 87 - ყველა დროის რეკორდი „ბარსაში“ 91-ა (ხავი)

გოლები ჩემპიონთა ლიგაზე: 120 - ყველა დროის რეკორდი 134-ა (კრიშტიანუ რონალდუ)

ყველაზე მეტი გოლი ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში - 17 (კრიშტიანუ რონალდუ) - მესის 14 აქვს

ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი ყველაზე მეტი პენალტი: მესის ამჟამად 16 აქვს, რეკორდი 18-ა (რონალდუ)

გოლები არგენტინის ნაკრებში: 76 - რეკორდი 77-ა (პელე), სამხრეთამერიკელ ფეხბურთელებს ამაზე მეტი გოლი ნაკრებში გატანილი არ აქვთ.