მესის მორიგი მსოფლიო რეკორდი, ამჯერად ინსტაგრამში - არგენტინელმა რონალდუს აჯობა
ერთი კვირა გავიდ ამას შემდეგ, რაც ლეო მესიმ კარიერაში პირველად დაიპყრო კოპა ამერიკა და არგენტინელმა ათიანმა მორიგი რეკორდი დაამხო.
თუმცა, ამჟამად, მას საამისოდ საფეხბურთო მოედანზე გასვლა არ დასჭირვებია - ახლა, მან დაამყარა რეკორდი, რომელსაც მიჩვეული არ არის.
მესის მიერ „ინსტაგრამზე“ კოპა ამერიკის თასთან ერთად დადებულმა ფოტომ ამ პლატფორმაზე ყველაზე დალაიქებული სპორტის ფოტოს წოდების რეკორდი დაამხო. აქამდე, ეს რეკორდი კრიშტიანუ რონალდუს ეკუთვნოდა, რომელმაც 2020 წლის 25 ნოემბერს, დიეგო მარადონას გარდაცვალებას პოსტი მიუძღვნა.
მესის ფოტომ უკვე 20.000.000 ლაიქს გადააჭარბა, რაც სპორტულ პოსტებს შორის აბსოლუტური რეკორდია. სოციალურ ქსელებში დადებულ ყველა პოსტებს შორის ის მოწონებების მიხედვით მეექვსეა და ისეთი ადამიანების პოსტებს ჩამორჩება, როგორებიც Billie Eilish, XXXTentacion, Ariana Grande და 2019 წლის 4 იანვრის, რეკორდსმენი კვერცხის ფოტოა.