ავტორიზაცია

"18 წლის რომ ვიყავი, მითხრეს, რომ შემიძლია ისტორიაში მეორე საუკეთესო გავხდე", - ბუფონმა დონარუმას ოქროს ბურთის მოგების შანსები შეაფასა

"18 წლის რომ ვიყავი, მითხრეს, რომ შემიძლია ისტორიაში მეორე საუკეთესო გავხდე", - ბუფონმა დონარუმას ოქროს ბურთის მოგების შანსები შეაფასა
თარიღი 18 ივლ 2021, 16:29

„პარმას“ ვეტერანმა გოლკიპერმა, ჯანლუიჯი ბუფონმა, ჯანლუიჯი დონარუმას ოქროს ბურთის მოგების შანსები შეაფასა.

„ჩემი აზრით, დონარუმას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია იმ ხარისხის და ნაჩვენები თამაშის დამსახურებით. 

ჯიჯის ამ ჯილდოს მოგება ნამდვილად შეუძლია. როცა 18 წლის ვიყავი, მითხრეს: „შეგიძლია, ისტორიაში მეორე საუკეთესო მეკარე გახდე, იაშინის შემდეგ.“ მე კი ვიკითხე: „რატომ იაშინის შემდეგ? ვინ თქვა, რომ ყველა დროის საუკეთესოობა არ შემიძლია?“

როცა ახალგაზრდა ხარ, არ უნდა კმაყოფილდებოდე იმით, რაც გაქვს, არამედ სულ უფრო მეტისკენ უნდა მიისწრაფო. დონარუმამ ამ ჯილდოს აუცილებლად უნდა დაუმიზნოს.“ - ციტირებს ბუფონის სიტყვებს Sky Sport Italia.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა, დონარუმა კი - ევრო 2020-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.