VIDEO: ოფიციალურად: მილანმა 24 წლის მარცხენა მცველის ტრანსფერი დაადასტურა

ზედიზედ მეორე დღეა, „მილანი“ ახალ ტრანსფერებს ადასტურებს.
გუშინ, გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა „ჩელსის“ ფორვარდის, ოლივიე ჟირუს ტრანსფერი, დღეს კი დადასტურდა „მონაკოს“ 24 წლის მარცხენა მცველის, ფოდე ბალო-ტურეს შეძენაც.
სენეგალელმა ფეხბურთელმა „როსონერისთან“ 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და „მილანში“ ის 5-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. მისი ტრანსფერი იტალიურ გუნდს 4 მილიონი ევრო + ბონუსები დაუჯდა.
შეგახსენებთ, რომ ბალო-ტურე „მონაკოში“ 2019 წლიდან თამაშობდა, გასულ სეზონში მან ფრანგული ლიგა 1-ს 24 მატჩში 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ბალო-ტურე „პსჟ-ს“ აღზრდილია, რომლის ძირითად გუნდშიც 2014-2017 წლებში ირიცხებოდა, შემდეგ კი ერთი წელი „ლილში“ გაატარა.
გაეცანით ამ ფეხბურთელის შესაძლებლობებს ვიდეოში: