ავტორიზაცია

"უნდა გრცხვენოდეთ", - ვან დეიკი გამოეხმაურა ინფორმაციას, თითქოს ის ვან გაალის ნაკრებში დანიშვნას ეწინააღმდეგება

"უნდა გრცხვენოდეთ", - ვან დეიკი გამოეხმაურა ინფორმაციას, თითქოს ის ვან გაალის ნაკრებში დანიშვნას ეწინააღმდეგება
თარიღი 18 ივლ 2021, 17:20

„ლივერპულის“ მცველმა, ვირჯილ ვან დეიკმა, კატეგორიულად უარყო ინფორმაცია, თითქოს ის ნიდერლანდების ნაკრებში ლუი ვან გაალის დანიშვნის წინააღმდეგია.

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანკ დე ბურის გაშვების შემდეგ, ვაკანტურ თანამდებობას სწორედ ლეგენდარული ჰოლანდიელი დაიკავებს.

„ეს სტატია - აბსოლუტური სიცრუეა. ჟურნალისტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სიმართლე ილაპარაკოს და სისულელეები არ მოიგონოს.

უნდა გრცხვენოდეთ, მისტერ მალოკ (სტატიის ავტორი - ავტ.)“ - წერს ვან დეიკი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების ნაკრები ევრო 2020-ზე მერვედფინალამდე მივიდა, სადაც ჩეხეთთან 0:2 დამარცხდა და ტურნირს პლეი-ოფის პირველივე სტადიაზე გამოეთიშა.

ვან დეიკმა ევროპის ჩემპიონატი ჯერ კიდევ წინა წლის ოქტომბერში მიღებული ტრავმის გამო გამოტოვა, რომელიც მას „ევერტონის“ და ინგლისის ნაკრების გოლკიპერმა, ჯორდან პიკფორდმა მიაყენა.