ავტორიზაცია

პირადი კონტრაქტი შეთანხმებულია, კეინის ტრანსფერი ახლოვდება — იტალიელი ჟურნალისტი

პირადი კონტრაქტი შეთანხმებულია, კეინის ტრანსფერი ახლოვდება — იტალიელი ჟურნალისტი
თარიღი 18 ივლ 2021, 21:03

"ტოტენჰემის" თავდამსხმელმა, ჰარი კეინმა ლონდონური კლუბის დატოვება გადაწყვიტა, იტყობინება ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის ინგლისელი "მანჩესტერ სიტის" მთავარი სამიზნეა და "ქალაქელებთან" კონტრაქტის პირობები უკვე შეათანხმა კიდეც.

17 ივლისს დაიწერა, რომ ფორვარდი "ტოტენჰემს" ბოიკოტს გამოუცხადებს და ვარჯიშებზე არ გამოცხადდება, თუ კლუბი მის გაყიდვაზე უარს იტყვის.

გასულ სეზონში კეინმა ყველა ტურნირზე ერთად "დეზების" მაისურით 49 მატჩი ჩაატარა, 33 გოლი გაიტანა და 17 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

Transfermarkt-ის ვერსიით, "ტოტენჰემისა" და ინგლისის ნაკრების კაპიტნის სატრანსფერო ფასი 120 მილიონ ევროს შეადგენს.