ავტორიზაცია

იუვენტუსმა ბარსელონას ფეხბურთელების გაცვლა შესთავაზა — კატალონიელთა პასუხმა არ დააყოვნა

იუვენტუსმა ბარსელონას ფეხბურთელების გაცვლა შესთავაზა — კატალონიელთა პასუხმა არ დააყოვნა
თარიღი 18 ივლ 2021, 21:08

"ბარსელონა" "იუვენტუსის" ნახევარმცველ აარონ რემსის დამატებით დაინტერესებული არ არის, იტყობინება გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ ბარტერის განხორციელების შანსი პრაქტიკულად არ არსებობს, მიზეზი 30 წლის უელსელის მაღალი ხელფასია.

აქამდე დაიწერა, რომ "ბებერმა ქალბატონმა" "ლურჯ-ბროწეულისფრებს" მირალემ პიანიჩის რემსიში გაცვლა შესთავაზა.

გასულ სეზონში უელსელმა ნახევარმცველმა "იუვენტუსის" მაისურით 30 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

საინტერესოა, რომ "ბარსამ" და "იუვემ" ერთი ხმაურიანი გაცვლა გასულ ზაფხულს უკვე განახორციელეს: ტურინში სწორედ პიანიჩის ნაცვლად ბრაზილიელი არტურ მელო გაემგზავრა.