ავტორიზაცია

ბარსელონამ უკიდურეს ზომებს მიმართა — მორიბა პირველი და სარეზერვო გუნდიდანაც მოკვეთეს

ბარსელონამ უკიდურეს ზომებს მიმართა — მორიბა პირველი და სარეზერვო გუნდიდანაც მოკვეთეს
თარიღი 18 Jul 2021, 21:29

"ბარსელონამ" ნახევარმცველი, ილაიშ მორიბა ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად პირველი გუნდის ფეხბურთელთა განაცხადში არ შეიყვანა, წერს ცნობილი ესპანური გამოცემა Sport.es.

როგორც აღინიშნება, სიტუაცია შეიძლება იქამდეც მივიდეს, რომ 18 წლის შუახაზელი სარეზერვო გუნდიდანაც მოკვეთონ, "ბარსელონა ბ"-დან. შესაძლოა ფეხბურთელი ახალგაზრდულ გუნდში დააქვეითონ.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, მორიბას "ბარსელონასთან" ახალი კონტრაქტის გაფორმება არ უნდა, რადგან უფრო სარფიან ეკონომიკურ პირობებს ითხოვს.

თავის მხრივ, კლუბს 18 წლის ახალგაზრდის შენარჩუნება უნდა, რომელმაც "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პირველი გუნდის მაისურით უკვე 18 მატჩის ჩატარება მოასწრო და ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენად იქცა.

ცნობისთვის, მოქმედი ხელშეკრულების ვადა ილაიშ მორიბას "ბარსასთან" 2022 წლის ივნისის ბოლოს ეწურება.