ავტორიზაცია

"ნამდვილად საცვლებშია?", - ჯორჯინა კრიშტიანუს იახტაზე გადაღებულ სექსუალურ ფოტოს აქვეყნებს

"ნამდვილად საცვლებშია?", - ჯორჯინა კრიშტიანუს იახტაზე გადაღებულ სექსუალურ ფოტოს აქვეყნებს
თარიღი 18 ივლ 2021, 21:46

"იუვენტუსის" თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს რჩეულმა, ჯორჯინა როდრიგესმა სოციალურ ქსელში ახალი ფოტო გამოაქვეყნა.

36 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის მეგობარი გოგონა თხელ საცურაო კოსტუმშია გამოწყობილი და იახტის ბორტზე წევს.

"ნამდვილად საცვლებშია?", - წერს ინსტაგრამის ერთ-ერთი მომხმარებელი კომენტარებში.

"ქალბატონო, თქვენ საერთოდ ადამიანი ხართ?", - აღნიშნავს სხვა გამომწერი.

მოგეხსენებათ, ჯორჯინა და კრიშტიანუ 2016 წლიდან ხვდებიან ერთმანეთს. წყვილს ერთი შვილი ჰყავთ: ქალიშვილი ალანი, რომელიც 2017 წლის შემოდგომაზე დაიბადა. აგრეთვე, პორტუგალიელს სუროგატი დედებისგან კიდევ სამი შვილი ჰყავს: კრიშტიანუ-უმცროსი და ტყუპები ევა და მატეო.

რონალდუ ოჯახთან ერთად დროს ბალეარის კუნძულებზე პირად იახტაზე (Azimut Grande) ატარებს. იახტის ღირებულება დაახლოებით 6,5 მილიონი ევროა.

იხილეთ ფოტო