ავტორიზაცია

აგენტმა რენატო სანჩეში ბარსელონას შესთავაზა — კატალონიელთა პოზიცია ცნობილია

აგენტმა რენატო სანჩეში ბარსელონას შესთავაზა — კატალონიელთა პოზიცია ცნობილია
თარიღი 18 ივლ 2021, 23:21

როგორც AS-მა დაწერა, "ბარსელონა" სხვა სამიზნეზე გადაერთვება, თუ "ატლეტიკოს" ნახევარმცველის, საულ ნიგესის ანტუან გრიზმანში გაცვლა ვერ მოხერხდება.

გავლენიანი ესპანური გამოცემის ცნობით, "ლურჯ-ბროწეულისფერები" საულის ალტერნატივად "ლილის" და პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველს, რენატო სანჩეშს მიიჩნევენ და სწორედ მის გადაბირებას შეეცდებიან, თუ "ატლეტიკოსთან" გარიგება ვერ შედგა.

როგორც აღინიშნება, 23 წლის პორტუგალიელის კატალონიურ გრანდში გადასვლასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი კონკრეტულობა არ არსებობს.

ახლა კი, ესპანელი ჟურნალისტი, ხერარდ რომერო წერს, რომ სანჩეშის აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა "ბარსას" ფეხბურთელის დამატება შესთავაზა.

მიუხედავად ამისა, ამ დროისთვის, კატალონიური გრანდი დაინტერესებული არ არის და არანაირი კონკრეტულობა არ არსებობს.

2020/21 წლების სეზონში სანჩეშმა "ლილის" რიგებში საფრანგეთის ჩემპიონატი მოიგო.

ბარსელონას საულის ალტერნატივა უკვე შერჩეული ჰყავს, თუ გრიზმანში გაცვლა ვერ მოხერხდა